Toskani Total Recovery Gel

90,00
GEL
მსუბუქი და სწრაფად შეწოვადი გელი განკუთვნილია გაღიზიანებული ან დაზიანებული კანის დასატენიანებლად, აღსადგენად და დასამშვიდებლად. მდიდარია ალოე ვერათი, კოლაგენით და შიის კარაქით. ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და ამშვიდებს მას ესთეტიკური პროცედურების შემდეგ. შესაფერისია როგორც სახის, ისე სხეულისთვის, იდეალურია ცხიმიანი და ნორმალური ტიპის კანისთვის.

ძირითადი ინგრედიენტები
  • ალოე ვერას ექსტრაქტი — ანთებისსაწინააღმდეგო და რეგენერაციული მოქმედება, მდიდარია ვიტამინებით A, B, C და E.
  • ბუნებრივი კოლაგენი — აუმჯობესებს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს, უწყობს ხელს ქსოვილის აღდგენას.
  • მცენარეული ლიფტინგ კომპლექსი — მომენტალური დაჭიმულობის ეფექტი, ამცირებს დაღლილობის ნიშნებს.
  • შიის კარაქი — ღრმად ატენიანებს, არბილებს და აფერხებს ნაადრევ დაბერებას.
  • მიმოზას ექსტრაქტი — ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს და ქსოვილის ჟანგბადით გამდიდრებას.
  • ელასტინი — მატებს კანის ელასტიკურობას და ამცირებს დაბერების ნიშნებს.

დამატებითი ინგრედიენტები
წყალი, გარგარის ზეთის PEG-6 ესტერები, პროპილენგლიკოლი, აკრილატების და ტაურატების კოპოლიმერი, იზოპროპილმირისტატი, იზოჰექსადეკანი, ფენოქსიეთანოლი, პოლისორბატი 80, კაპრილილგლიკოლი, ეთილჰექსილგლიცერინი, სუნამო, ალკოჰოლი, BHT, კალიუმის სორბატი, სოიის ექსტრაქტი, ჰიდროლიზებული სოიის პროტეინი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ხსნადი კოლაგენი, ნატრიუმის დეჰიდროაცეტატი, ჰიდროლიზებული ელასტინი, ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი.

ჩვენებები გამოყენებისთვის
გაღიზიანებული ან დახეთქილი კანი, ესთეტიკური პროცედურების შემდეგ, მგრძნობიარე, ცხიმიანი ან ნორმალური კანი, სახის და სხეულის მოვლა.

გამოყენების წესი
წაისვით დილით და საღამოს მსუბუქი მასაჟით. თითების ბალიშებით ფრთხილად დაატყაპუნეთ 30 წამით. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე.

მოცულობა
50 მლ

გამოყენება: სახე