pHformula MESO X boost

146,00
GEL

pHformula MESO X ბუსტი
მაღალეფექტური შრატი სახლის მოვლისთვის მიკროწილაკებით, რომლებიც აუმჯობესებენ აქტიური ინგრედიენტების შეწოვას. გამდიდრებული ჰიალურონის მჟავითა და ეგზოსომებით, ის ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, დატენიანებას და ელასტიურობას, თვალსაჩინოდ აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და ტონს დროთა განმავლობაში. იდეალურია თქვენთვის დანიშნული pHformula-ს აღდგენითი ან აქტიური ფორმულის პარალელურად გამოსაყენებლად, შედეგების ოპტიმიზაციისა და კანის მოვლის პროცესის მხარდასაჭერად.
ჩვენებები: pHformula MESO X boost კონცენტრატი ნაჩვენებია კანის სიმკვრივის თვალსაჩინო აღდგენისთვის, ბზინვარების გაუმჯობესებისთვის, ტონისა და ტექსტურის გათანაბრებისთვის, ასევე ინტენსიური დატენიანებისა და დაბერების პირველ ნიშნებთან საბრძოლველად.
  • მქრქალი და დაღლილი კანი: სახეს ანიჭებს ახალ, განახლებულ და ბრწყინვალე იერსახეს.
  • არათანაბარი კანის ტექსტურა: ხელს უწყობს რელიეფის გასწორებას და კანის დარბილებას.
  • გაუწყლოება და ელასტიურობის დაკარგვა: უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას სხვადასხვა დონეზე ჰიალურონის მჟავას კომპლექსის მეშვეობით და აღადგენს ელასტიურობას.
  • დაბერების პირველი ნიშნები: ხელს უწყობს წვრილი ხაზებისა და შეჭმუხვნების შემცირებას.
  • პროცედურების შედეგების შენარჩუნება: გამოიყენება სახლის მოვლაში პროფესიონალური პროცედურების (მაგალითად, პილინგის ან მიკრონიდლინგის) ეფექტის გასაძლიერებლად და გასახანგრძლივებლად.
  • კანის ბარიერის გამყარება: აღადგენს და ზრდის კანის მდგრადობას გარეგანი ზემოქმედების მიმართ.
უპირატესობები:
  • აქტიური კომპონენტების შეწოვის გაუმჯობესება.
  • კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულირება.
  • კანის ელასტიურობის გაზრდა.
გამოყენება: დანესეთ 1-2 დოზა დოზატორიდან მშრალ, სუფთა კანზე. ნაზად დაიმასაჟეთ სრულ შეწოვამდე. შემდეგ გამოიყენეთ pHformula-ს რეკომენდებული საშუალებები.
გამოყენების არეალი: წერტილოვანი ზონა. გამოყენება: დილით, საღამოს და საჭიროებისამებრ.
აქტიური კომპონენტები:
  • ბიომიმეტიკური ეგზოსომები
  • სპიკულები
  • ჰიალურონის მჟავა 5 სხვადასხვა მოლეკულური წონით
  • ჰიალურონის მჟავა ULMW (<10 kDa)
  • საფუარის ხმირის ექსტრაქტი
  • ნატრიუმის ჰიალურონატი VLMW (100-600 kDa)