REFORM AGE PHYTOGEN FOAM

90,00
GEL
ქალის ჯანმრთელობა — ულამაზესი სქესის ყოველი წარმომადგენლის ყველაზე ძვირფასი საუნჯეა. PHYTOGEN FOAM გთავაზობთ ინტიმური მოვლის ყველაზე ნაზ საშუალებას ყველაზე დელიკატური და მგრძნობიარე კანისთვის!
PHYTOGEN FOAM არის მსუბუქი, ნაზი ტექსტურის გამწმენდი ქაფი, შექმნილი სპეციალურად ინტიმური არეს მგრძნობიარე კანის ნაზი გაწმენდისთვის.
მისი ინგრედიენტების 99.9% მცენარეული წარმოშობისაა, რაც ეხმარება ინტიმური არეს ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას. უზრუნველყოფს კანის ყოველდღიურ მოვლასა და დაცვას, ხელს უწყობს ანთებისა და ინფექციების პრევენციას.
PHYTOGEN FOAM წარმოადგენს ჰიპოალერგენულ ფორმულას ოპტიმალური pH 4.0-ით.
შეიცავს: ფიტოესტროგენებს, რძემჟავას და მცენარეულ კომპლექსებს, როგორიცაა Natural Protector-7 და Botaniceutical Plus-10, ასევე Moist HA5 კომპლექსს (ხუთი სახის ჰიალურონის მჟავა). ეს ინგრედიენტები უზრუნველყოფენ ინტიმური არეს ღრმა დატენიანებას, ხელს უწყობენ ჯანსაღი მიკროფლორის შენარჩუნებას და ეხმარებიან ისეთი არასასურველი სიმპტომების პრევენციას, როგორიცაა ქავილი, სიმშრალე და გაღიზიანება. ქაფს გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი და აძლიერებს კანის ბუნებრივ რეგენერაციის პროცესს.
PHYTOGEN FOAM რეკომენდებულია გინეკოლოგების მიერ და დამტკიცებულია დერმატოლოგების მიერ. შესაფერისია გამოსაყენებლად მენსტრუაციის, ორსულობის, მშობიარობის შემდგომი აღდგენისა და მენოპაუზის დროს. ასევე ხელს უწყობს შეხორცებას ინტიმური გამოახალგაზრდავების პროცედურების (როგორიცაა პლასტიკური ქირურგია, ლაზერული მკურნალობა და სხვ.) შემდგომი რეაბილიტაციისას.
მოსახერხებელი პომპიანი ფლაკონი გამოყოფს ნაზ ქაფს, რაც უზრუნველყოფს ეკონომიურ გამოყენებას.
PHYTOGEN FOAM ეხმარება ქალის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებას!