ნაზი გამწმენდი გელი სპეციალურად შექმნილია მგრძნობიარე სახის კანისა და სკალპისთვის. უზრუნველყოფს მინარევების ეფექტურ მოცილებას, ინარჩუნებს კანის მიკროფლორას ბუნებრივ ბალანსს და ხელს უწყობს მისი ბარიერული ფუნქციების გაძლიერებას.
ძირითადი ინგრედიენტები:
ProRenew Complex: ბიოტექნოლოგიურად მიღებული პრობიოტიკური ბაქტერია Lactococcus lactis, ასტიმულირებს კანის განახლებას, აძლიერებს ბარიერულ ფუნქციას და ინარჩუნებს ჯანსაღ კანის ეკოსისტემას.
ეკოსკინი: პრე/პრობიოტიკური კომპლექსი, რომელიც შედგება α-გლუკოოლიგოსაქარიდების, პოლიფრუქტოზით მდიდარი მცენარის წვენისა და ნეიტრალიზებული ლაქტობაცილის ბაქტერიებისგან. ხელს უწყობს სასარგებლო მიკროორგანიზმების ზრდას, აუმჯობესებს კანის ტექსტურას და ამცირებს ნაოჭების სიღრმეს.
RenouMer: წითელი წყალმცენარეების Polysiphonia Elongata-ს ციტოპლაზმური ექსტრაქტი საფრანგეთის ბრეტანის რეგიონიდან. მას აქვს დაბერების საწინააღმდეგო თვისებები, იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და ხელს უწყობს კოლაგენის აღდგენას, ინარჩუნებს კანის ელასტიურობას.
გამოყენების ჩვენებები: შესაფერისია მგრძნობიარე სახის კანისა და სკალპის ყოველდღიური წმენდისთვის. რეკომენდებულია კანის მიკროფლორის ბალანსის შესანარჩუნებლად, მისი ბარიერის ფუნქციების გასაძლიერებლად და ნაადრევი დაბერების ნიშნების თავიდან ასაცილებლად.
გამოყენების ინსტრუქცია: წაისვით გელის მცირე რაოდენობა სახის და/ან სკალპის ნესტიან კანზე. შეიზილეთ მსუბუქი წრიული მოძრაობებით ქაფის წარმოქმნამდე, შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამოიყენეთ დილით და საღამოს.
მოცულობა: 250 მლ
გამოყენება: სახე
თქვენი შეკვეთა
თუ პროდუქტის სასწრაფოდ მიღება გჭირდებათ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით და ჩვენ შევძლებთ მისი მარაგში ხელმისაწვდომობის დადასტურებას.